მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
დღეს, მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს, მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

BM.GE27 ივლისი, 2026, 08:18|bm.ge

ინფრასტრუქტურის ახალი ხედვა: რეფორმები და იმპლემენტაცია - ამ თემაზე დღეს, საქართველოს მთავრობისა და ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“(ICCA) თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მთავარი თემაა ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკვანძო საკითხები:

• 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები ზოგად ჭრილში;

• ფასთან ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა;

• სამშენებლო რესურსების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები;

• სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები;

• 2026 წლის 1 ივნისის 241-ე დადგენილებით გათვალისწინებული დანარიცხების განსაზღვრის წესი.

ღონისძიებას გახსნიან და სიტყვით გამოვლენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე.

შეხვედრა 11:30 საათზე დაიწყება და სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში" გაიმართება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდექსაციის მექანიზმი შედარებით მოკლევადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც უნდა ვრცელდებოდეს - "დიკა 2010"

ინდექსაციის მექანიზმი შედარებით მოკლევადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც უნდა ვრცელდებოდეს - "დიკა 2010"

BM.GE

ავტომობილების მომსახურების ძლიერი ეკოსისტემა შევქმენით. ეს უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ - "კავკასუს ავტოიმპორტი"

ავტომობილების მომსახურების ძლიერი ეკოსისტემა შევქმენით. ეს უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ - "კავკასუს ავტოიმპორტი"

BM.GE

"ძირითადი გათვლა ექსპორტზე გვაქვს" - ჩირის მწარმოებელი ახალი ბრენდი "კესი"

"ძირითადი გათვლა ექსპორტზე გვაქვს" - ჩირის მწარმოებელი ახალი ბრენდი "კესი"

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE