მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როცა მუსიკა საზღვრებს არ ცნობს- „Zagareli & Strings“-ის ახალი ეტაპი
როცა მუსიკა საზღვრებს არ ცნობს- „Zagareli & Strings“-ის ახალი ეტაპი

როცა მუსიკა საზღვრებს არ ცნობს- „Zagareli & Strings“-ის ახალი ეტაპი

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 15:19|bm.ge

19–20 სექტემბერს Fabrika-ს Jungle Room-ში გიორგი ცაგარელი „Zagareli & Strings“-თან ერთად განახლებული პროგრამით წარდგება.

თითქმის ათი წლის წინ დაწყებული პროექტი ახალი შემადგენლობით ბრუნდება. ახალი სიმღერები, ახალი ნაწარმოებები და მუსიკა, რომელიც ყანჩელიდან Kordz-მდე, Nikakoi-დან საკამოტომდე, მაქსიმე მაჩაიძიდან ნინი ნუცუბიძემდე სხვადასხვა სამყაროს ერთ სივრცეში აერთიანებს.

“ამ პროექტით მიმდინარე სეზონის განმავლობაში უკვე არაერთი კონცერტი გავმართეთ, თუმცა ახლა მსურდა პროგრამის განახლება. კონცერტზე შესრულდება ახალი სიმღერები მაქსიმე მაჩაიძესა და ნინი ნუცუბიძესთან ერთად, ნიკა მაჩაიძის მიერ სპეციალურად ამ კონცერტისთვის შექმნილი ახალი ნაწარმოები და ჩვენთვის ახალი კლასიკური ნაწარმოებებიც.” - გიორგი ცაგარელი.

რატომ ეს მუსიკა? და რატომ ახლა?

ცაგარელისთვის ეს ყველაფერი ბევრად ადრე, უფლისციხესთან გადაღებით დაიწყო. “სწორედ ამ გადაღებით დაიწყო კონცერტის ისტორია, ხოლო ამ დიდი მოსამზადებელი პროცესის ბოლო ნაბიჯი უკვე პირველი ნოტი იქნება, რომელიც Jungle Room-ში გაიჟღერებს.”

„ჟანრებზე არ მიფიქრია. შევარჩიე ის მუსიკა და ის არტისტები, რომლებიც დღეს ჩემთვის საინტერესო და შთამაგონებელია“- ამბობს ცაგარელი. მისთვის ამ არჩევანს ერთი საერთო რამ აქვს: ინდივიდუალურობა, გულწრფელობა და ძლიერი ემოციური სამყარო.

პროექტი „Zagareli & Strings“ -ის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის- განსხვავებული ეპოქების, ჟანრებისა და მუსიკალური ენების შეხვედრა. აქ თითოეული მათგანი საკუთარ საზღვრებს სცდება, სიმებიანი შემადგენობა კი საერთო ჟღერადობას ქმნის და მათ ერთ მთლიან მუსიკალურ სამყაროდ აერთიანებს.

„მსმენელი აღარ ფიქრობს, რომელ ჟანრს უსმენს, ის უბრალოდ მუსიკას მიჰყვება.“

„Zagareli & Strings” არ არის “მე და სიმებიანი შემადგენლობა, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი” -ამბობს გიორგი. ამ ორგანიზმის ახალი თავი კი Jungle Room-ში გაიხსნება. სივრცის მიმართ ცაგარელს, დიდი ხანია, განსაკუთრებული ინტერესი აქვს და მისი არჩევანიც შემთხვევითი არ ყოფილა. Fabrika-ს ის მუსიკალურ ნაწარმოებს ადარებს: “ცალკე აღებული კაფეები, ბარები, ადამიანები და ხმები თითქოს დამოუკიდებელი ნაწილებია, მაგრამ მთლიანობაში ერთ დიდ კომპოზიციად იკვრება.”

ამჯერად ამ კომპოზიციას კიდევ ერთი საინტერესო კონტრასტი დაემატება. Jungle Room-ში პერფორმანსი უფრო აკადემიური იქნება, გარედან კი Fabrika-ს ეზოს ყოველდღიური ხმაური და ენერგია შემოვა.

„თუ ეზოდან და ბარებიდან შემოსული ხმები ჩვენს კონცერტამდეც მოაღწევს, ვფიქრობ, ეს პერფორმანსს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და საინტერესოს გახდის.“

კონცერტის შემდეგ კი საღამო ისევ შეიცვლის ფორმას და მუსიკოსები Fabrika-ს Rooftop-ზე გადაინაცვლებენ, სადაც “Afterparty” უფრო ელექტრონულ და თავისუფალ განწყბაში გაგრძელდება.

პროექტის “ბექსთეიჯი” - კულისებს მიღმა.

“ჩემთვის კონცერტი მხოლოდ სცენაზე შესრულებული მუსიკა არ არის. ის ბევრი კომპონენტისგან შედგება - პოსტერი, ფოტოგრაფია, სოციალური მედია, ვიდეოები, ტექსტები, ბილეთების გასაყიდი გვერდი, განათება, სივრცის მოწყობა და უამრავი სხვა დეტალი. ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც მაყურებელი სცენაზე ვერ ხედავს, თუმცა ისინი ამ კონცერტის ისეთივე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან, როგორც მუსიკოსები.

განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს ფოტოგრაფს, მასუ მწარიაშვილს და ირაკლი რუსაძეს (Situationist), რომელმაც თავისი კოლექციიდან რამდენიმე ლუქი მოგვაწოდა გადაღებისთვის.

პროექტის მნიშვნელოვანი რგოლია ხმის რეჟისორი, ლაშა ნათენაძე, რომელთანაც ბოლო დროს აქტიურად ვთანამშრომლობთ და თამუნა ქარუმაძე, რომელიც “Zagareli & Strings”-ის ვიზუალურ მხარეზე იწყებს ზრუნვას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერს, Concierge Tbilisi-ს. მათი გვერდში დგომა მხოლოდ ფინანსური არ არის, ისინი საინფორმაციო და მორალური კუთხითაც ჩვენს გვერდით დგანან. მათთან თანამშრომლობა ძალიან მარტივი და კომფორტულია, რაც მუსიკოსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Concierge Tbilisi ამ კონცერტს საკუთარ იდეებსა და ხედვასაც უზიარებს და იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობის შედეგს მსმენელიც იგრძნობს.”

თუ ამ კონცერტის აღწერა მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება, ცაგარელის პასუხი მარტივია: - „თავისუფლება.“

ალბათ, სწორედ ეს არის „Zagareli & Strings“-ის ახალი ეტაპის ყველაზე ზუსტი აღწერაც.

19 და 20 სექტემბერს გაქვთ შესაძლებლობა ამ განსაკუთრებული მუსიკალური საღამოების ნაწილი გახდეთ და მოისმინოთ მუსიკა, რომელიც საზღვრებს არ ცნობს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/35024/zagareli-strings-at-fabrika

ავტორი: ანი ჭუმბურიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

10 წლის შემდეგ, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლის სუბსიდირებას წყვეტს | სამინისტროს განმარტება

10 წლის შემდეგ, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლის სუბსიდირებას წყვეტს | სამინისტროს განმარტება

BM.GE

საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა - უახლესი სტატისტიკა

საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა - უახლესი სტატისტიკა

BM.GE

"ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას" - სებ-მა AFSA-თან მემორანდუმი გააფორმა

"ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას" - სებ-მა AFSA-თან მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

BM.GE