მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება
დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება

BM.GE26 მაისი, 2026, 13:47|bm.ge

დღეს, 26 მაისს, თბილისში „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, საიდანაც რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან.

მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

„ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ მათ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა.

დედაქალაქის მთავრობა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებებითა და სატრანსპორტო მოძრაობის შეცვლილი სქემით ხსნის.

მიუხედავად ამ აკრძალვისა, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პარლამენტთან სცენის დამონტაჟებას დღეს მაინც შეეცდებიან.

თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარებაზე თანხმობა არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაცა. უწყების განმარტებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას:

• არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა; • დოკუმენტში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის კონკრეტული მიზანი და დასრულების დრო; • არ ფიქსირდებოდა მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

„შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები", — აცხადებენ შსს-ში.

შსს-სა და თბილისის მერიის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, „ოპოზიციური ალიანსი” გეგმების შეცვლას არ აპირებს. ორგანიზატორების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალესრუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართებატვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →ოპოზიციის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE