მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, სემეკი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვების მიზეზებზე იმსჯელებს
დღეს, სემეკი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვების მიზეზებზე იმსჯელებს

დღეს, სემეკი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვების მიზეზებზე იმსჯელებს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 14:41|bm.ge

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ქვეყანაში 24-25 ივლისს მომხდარი ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიული გათიშვების მიზეზებზე იმსჯელებენ.

სემეკის 21 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, განსახილველ საკითხებს შორისაა:

• „2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი • "2026 წლის 25 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი • „2026 წლის 24 და 25 ივლისის სასისტემო ავარიებთან დაკავშირებით სს „ხრამჰესი 1”-ის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი.

2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

BM.GE

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

BM.GE

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

BM.GE

ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული - G&T

ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული - G&T

BM.GE