მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 15:47|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დაკავდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან 62 პირი ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულებს შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად გასცემდნენ. უწყების ცნობით, რეალიზაციისთვის ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, როგორც უშუალოდ, „ხელიდან ხელში“ გადაცემით, ისე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ სამალავებში (ე.წ. ლოკაციებზე) ათავსებდნენ, ხოლო შესაბამის კოორდინატებსა და ფოტოებს მყიდველებს უგზავნიდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების, პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.

პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დაფასოების მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, რეალიზაციით მიღებული თანხა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს (260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე), რაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება. ქმედება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსიტვ პირველი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინარუსთავი 2
  • ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეაფორმულა
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

სემეკის სხდომა, სადაც დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო

სემეკის სხდომა, სადაც დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი 5.4%-მდე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.2%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი 5.4%-მდე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.2%-მდე გაზარდა

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

BM.GE

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

BM.GE