მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება
დღეს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება

დღეს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 13:30|bm.ge

დღეს, 12:00 საათიდან, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება.

ღონისძიების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ორგანიზატორი კი სოფლის განვითარების სააგენტო. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ „ფერმერის დღის“ მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ფერმერების მნიშვნელოვანს როლს ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში.

"ღონისძიების ფარგლებში აგროსექტორის ის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან , რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში. ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო თემატური სივრცეები დახვდებათ.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალურად მოწყობილი პავილიონები, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ და სტუმრებს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნებას გააცნობენ.

სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულ აგროსერვისებს.

პროფესიონალი შეფის მონაწილეობით ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები.

პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება", - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

BM.GE

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

BM.GE

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

BM.GE

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

BM.GE