
"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს. საგარეჯოში, დ. აღმაშენებლის ქ. N30-ში კომპანიის პირველი, კახეთის რეგიონში კი რიგით მესამე სერვისცენტრი გაიხსნა.
ახალი ობიექტი საქართველოს მასშტაბით "ევროკრედიტის" უკვე 31-ე ფილიალია, რაც კომპანიის სწრაფ განვითარებასა და მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოების სტრატეგიაზე მიუთითებს.
ამ ეტაპზე ახალი ფილიალი სრულად ავტოპროდუქტებზეა ფოკუსირებული და ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ ავტოსესხსა და ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხს სთავაზობს.
შესაბამისად, ამიერიდან საგარეჯოელებს საჭირო თანხის მისაღებად ან სასურველი ავტომობილის შესაძენად სხვა ქალაქში გამგზავრება აღარ მოუწევთ - მათ ადგილზე, მაქსიმალურად მოქნილი პირობებით, გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში მოემსახურებიან.
ტექნოლოგიური კომფორტი და ცოცხალი ურთიერთობის უპირატესობა
დღეს, როდესაც ფინანსური ოპერაციების უმეტესობა ეკრანს მიღმა გადადის, "ევროკრედიტში" მიაჩნიათ, რომ ადამიანურ კონტაქტსა და კლიენტის საჭიროებების პირადად მოსმენას განსაკუთრებული ფასი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მომსახურების მიღება დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, საგარეჯოს ახალი სივრცე სწორედ მათთვის გაიღო, ვინც გადაწყვეტილების მიღებამდე უპირატესობას ექსპერტთან პირისპირ გასაუბრებას, დეტალურ კონსულტაციასა და მყუდრო გარემოში მომსახურებას ანიჭებს.
გლობალური ზურგი და მრავალწლიანი ადგილობრივი გამოცდილება
კომპანიის სანდოობას საერთაშორისო გამოცდილებაც განამტკიცებს - "ევროკრედიტი" გლობალური ჰოლდინგის, Zuk Group-ის ოჯახის წევრია, რომლის პორტფელიც აშშ-ის, უკრაინისა და რუმინეთის ბაზრებს აერთიანებს. ადგილობრივ საფინანსო სექტორში კი ბრენდი 2011 წლიდან ოპერირებს და უკვე 15 წელზე მეტია, რაც მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტია.
საგარეჯოს ობიექტის შემატებით, "ევროკრედიტის" ქსელმა ქვეყნის მასშტაბით 31 სერვისცენტრს მიაღწია, თუმცა რეგიონული ხელმისაწვდომობის გაზრდა ამით არ სრულდება - კომპანია გეოგრაფიული არეალის გაფართოებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
BM.GE
წყარო: bm.ge