მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება
დღეს, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება

დღეს, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება

BM.GE15 ივნისი, 2026, 12:30|bm.ge

დღეს, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ორშაბათს, პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გავხსნით ფუნდამენტურ საკითხებზე კლასტერს, რომელიც გაწევრიანების პროცესის საფუძველს წარმოადგენს.

ის მოიცავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, კანონის უზენაესობიდან დაწყებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დამთავრებული. ეს არის ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების წინსვლისას გამოვლენილი მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობის აღიარება უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად და სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შეთავაზება შეუდარებელია.

გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.

ჩვენი ერების დაახლოებით, ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მთელ ჩვენს კონტინენტზე.

მზარდი გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესებშია.გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და ჩვენს საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები 2022 წლის ივნისში გახდნენ. 2025 წლის იანვარში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუმცა ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. ახალმა პრემიერმა კი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტო მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ კლასტერების გახსნა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს. ნებისმიერ ქვეყანას პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დაბლოკვა შეუძლია, იქნება ეს პირველი კლასტერის თუ წევრობის გზაზე ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის წინააღმდეგ წასვლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE