მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინა რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით თავს დაესხა. ამ ინფორმაციას BBC პენზის ოლქის გუბერნატორ ოლეგ მელნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, ლოგისტიკური ჯაჭვები უკვე გადაეწყო, ხოლო მომწოდებლებისგან ტვირთების მიღება და მომხმარებლებისთვის შეკვეთების გაგზავნა სხვა ლოგისტიკური ობიექტებიდან მიმდინარეობს.

BBC წერს, რომ 18 ივლისიდან მოყოლებული უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის ლოგისტიკურ ტერმინალებზე, სულ მცირე, ცხრა თავდასხმა განახორციელა. დარტყმების სამიზნე გახდა საწყობები მოსკოვის ოლქში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ნევინომისკსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და სიმფეროპოლში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადებაიმედი
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

ფორმულა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

ფორმულა

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

ფორმულა

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

ფორმულა