მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დიდგორობისთვის" ₾279 985 გამარტივებული შესყიდვით დაიხარჯება - მიზეზად შეზღუდული ვადები დასახელდა
"დიდგორობისთვის" ₾279 985 გამარტივებული შესყიდვით დაიხარჯება - მიზეზად შეზღუდული ვადები დასახელდა

"დიდგორობისთვის" ₾279 985 გამარტივებული შესყიდვით დაიხარჯება - მიზეზად შეზღუდული ვადები დასახელდა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 04:04|bm.ge

საქართველოს კულტურის სამინისტრო 1121 წლის დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიების „დიდგორობის“ ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ტენდერის გარეშე) შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 279 985 ლარს შეადგენს.

უწყების განმარტებით, ღონისძიება 2026 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლის ისტორიულ ადგილზე უნდა გაიმართოს. ის მოიცავს ოფიციალურ საზეიმო ცერემონიას, კულტურულ-შემოქმედებით პროგრამას, სამხედრო-ისტორიულ ელემენტებს, ხალხური რეწვისა და კულინარიულ მასტერკლასებს, ასევე სატელევიზიო გადაღებასა და პირდაპირ ტრანსლაციას.

სამინისტროში გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას შეზღუდული ვადებითა და საორგანიზაციო პროცესის სპეციფიკით ხსნიან. დოკუმენტაციის თანახმად, სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციისა და ლოკაციის ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, შესასყიდი მომსახურებების საბოლოო მოცულობები მხოლოდ ბოლო ეტაპზე განისაზღვრა.

უწყების მტკიცებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ელექტრონული ტენდერის ჩატარება შეუძლებელი იყო და მან შესაძლოა ღონისძიების გამართვას საფრთხე შეექმნას ან ჩაშალოს.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• სატელევიზიო გადაღებისა და პირდაპირი ტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფა; • გახმოვანების, LED ეკრანებისა და ვიდეოსისტემების მოწყობა; • სასცენო ინფრასტრუქტურისა და კონსტრუქციების დამონტაჟება; • კულტურულ-შემოქმედებითი ნაწილისა და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზება.

შესყიდვის დაფინანსების წყარო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

BM.GE

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

BM.GE

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

BM.GE

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის სისტემაში შეაღწიეს - მათ Anthropic-ის პროგრამა გამოიყენეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის სისტემაში შეაღწიეს - მათ Anthropic-ის პროგრამა გამოიყენეს

BM.GE