მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდი ბრიტანეთი ჩერნობილის ელექტროსადგურის შესაკეთებლად $22.4 მილიონს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი ჩერნობილის ელექტროსადგურის შესაკეთებლად $22.4 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი ჩერნობილის ელექტროსადგურის შესაკეთებლად $22.4 მილიონს გამოყოფს

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 03:00|bm.ge

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად £17 მილიონს ($22.4 მლნ.) გამოყოფს.

როგორც ცნობილია, ობიექტის დამცავი საფარი და სავენტილაციო სისტემა გასულ წელს რუსული დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა საერთაშორისო პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდება, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უკრაინის ხელისუფლებასთან და G7-ის ქვეყნებთან თანამშრომლობით დააკოორდინირებს. პროგრამა კომპლექსის ბირთვული უსაფრთხოების ფუნქციების სრულფასოვან აღდგენას უზრუნველყოფს.

როგორც ირკვევა, ეს დაფინანსება დამცავი კონსტრუქციის იზოლაციის ფუნქციების აღდგენასა და ობიექტის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებას მოხმარდება. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე კოროზიამ შესაძლოა მრავალწლიანი საერთაშორისო ინვესტიციები გაანადგუროს, რაც გრძელვადიან ეკოლოგიურ და უსაფრთხოების რისკებს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

BM.GE

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

BM.GE

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

BM.GE

YouTube-ზე აუდიოწიგნები დაემატება

YouTube-ზე აუდიოწიგნები დაემატება

BM.GE