მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა ფხალაძე
„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა ფხალაძე

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა ფხალაძე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 00:36|bm.ge

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.

მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია.

„დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი, რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე. დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მარტო საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

„იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ,“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE