
დიდთოვლობისა და ნისლის გამო, სვანეთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სვანეთის მიმართულებით საუღელტეხილო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ მონაკვეთებზე:
• ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი); • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ181-კმ189 (უშგული-ლასდილი).
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ სიფრთხილით და გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები.
BM.GE
წყარო: bm.ge