მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნეთანიაჰუ უმრავლესობის გარეშე რჩება - „ერთიანი სია“ პრეზიდენტს ეიზენკოტის კანდიდატურას წარუდგენს
ნეთანიაჰუ უმრავლესობის გარეშე რჩება - „ერთიანი სია“ პრეზიდენტს ეიზენკოტის კანდიდატურას წარუდგენს

ნეთანიაჰუ უმრავლესობის გარეშე რჩება - „ერთიანი სია“ პრეზიდენტს ეიზენკოტის კანდიდატურას წარუდგენს

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 22:39|bm.ge

არაბული პარტიების ალიანსმა „ერთიანმა სიამ“ განაცხადა, რომ გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში მხარს ოპოზიციის ლიდერს, გადი ეიზენკოტს დაუჭერს.

„ერთიანმა სიამ დღეს, ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ამ საღამოს სახელმწიფოს პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ გაუწიოს რეკომენდაცია გადი ეიზენკოტს, რათა მას დაევალოს მთავრობის ფორმირება“, - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში (ქნესეთი) გასულ არჩევნებზე არაბულმა პარტიებმა რეკორდული 19 მანდატი მოიპოვეს. აღნიშნული შედეგი მათ საშუალებას აძლევს, მომავალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესში მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ.

უფრო ადრე კიდევ ერთმა მსხვილმა არაბულმა პარტიამ „რაამმაც“ განაცხადა, რომ რეკომენდაციას ეიზენკოტს გაუწევს. ისრაელის საინფორმაციო გამოცემა Ynet-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ოპოზიციის ლიდერის მოსალოდნელმა მხარდაჭერამ 56 კანონმდებელს მიაღწია.

ამის საპირისპიროდ, ბენიამინ ნეთანიაჰუს 53-მანდატიანმა ბლოკმა შესაძლოა 53 დეპუტატის მხარდაჭერაც კი ვერ უზრუნველყოს.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ფრაქცია „დეგელ ჰათორამ“, რომელიც „გაერთიანებული თორას იუდაიზმის“ 7 მანდატიდან 4-ს ფლობს, განაცხადა, რომ მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს. ულტრაორთოდოქსულმა ფრაქციამ ნეთანიაჰუსთან კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც კოალიციამ ვერ შეძლო კანონის მიღება, რომელიც ხარედი მამაკაცებს სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლებდა.

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად დადასტურებული შედეგები უკვე მიიღო და პარტიების ლიდერებთან კონსულტაციები დაიწყო.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ შეხვდა „რელიგიური სიონიზმის“, „ზეჰუთის“, „შასისა“ და „ისრაელი ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ქნესეთის რომელ წევრს უნდა დაეკისროს ახალი მთავრობის ფორმირების პასუხისმგებლობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ირაკლი კირცხალია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელიარუსთავი 2
  • TI: ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებსტვ პირველი
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ₾642 მილიონით, ₾32.7 მილიარდამდე იზრდება - რომელ სამინისტროებს ეცვლებათ დაფინანსება?

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ₾642 მილიონით, ₾32.7 მილიარდამდე იზრდება - რომელ სამინისტროებს ეცვლებათ დაფინანსება?

BM.GE

"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ" - მარტა კოსი

"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ" - მარტა კოსი

BM.GE

მატერიალური დოკუმენტები უქმდება - როგორ შეიცვლება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების აღრიცხვა 1 დეკემბრიდან|RS

მატერიალური დოკუმენტები უქმდება - როგორ შეიცვლება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების აღრიცხვა 1 დეკემბრიდან|RS

BM.GE