მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დინოზავრი სახელად "ჯოდი" Sotheby's-ის აუქციონზე $47.3 მილიონად გაიყიდა
დინოზავრი სახელად "ჯოდი" Sotheby's-ის აუქციონზე $47.3 მილიონად გაიყიდა

დინოზავრი სახელად "ჯოდი" Sotheby's-ის აუქციონზე $47.3 მილიონად გაიყიდა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

დინოზავრის იშვიათი ჩონჩხი, მეტსახელად „ჯოდი“, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე $47.3 მილიონად გაიყიდა. "ჯოდის" ფასი წინასწარი შეფასებით $6–9 მილიონს შეადგენდა.

12 წუთიანი აუქციონის დასრულების შედეგად, "ჯოდი" აუქციონზე ოდესმე გაყიდულ დინოზავრის ნამარხებს შორის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული გახდა. ცნობისთვის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული დინოზავრია ტირანოზავრი რექსი, მეტსახელად "გასი", რომელიც მიმდინარე წლის 14 ივლისს Sotheby's-ის აუქციონზე $50.1 მილიონად გაიყიდა.

ტირანოზავრი "გასი" Sotheby's-ის აუქციონზე

დაახლოებით 67 მილიონი წლის წინ მცხოვრები მტაცებელი დინოზავრის ნანოტირანუსის ჩონჩხი 2019 წელს მონტანას შტატში, კერძო ტერიტორიაზე, ჯოდი პირსონმა აღმოაჩინა, სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა ჩონჩხს "ჯოდი". ჩონჩხის სიგრძე ცხვირიდან კუდის წვერამდე დაახლოებით 6 მეტრია, ხოლო საექსპოზიციო კონსტრუქციაზე მისი სიმაღლე დაახლოებით 2.9 მეტრს აღწევს. ნიმუში დაახლოებით 191 გაქვავებულ ძვლის ელემენტს მოიცავს, მათ შორის თითქმის სრულყოფილ თავის ქალას.

დღეისთვის აღმოჩენილია მხოლოდ სამი "ჯუდის" მსგავსი სრულყოფილი ჩონჩხის ეგზემპლარი. "ჯუდის" გაყიდვა პირველად Frieze Masters 2023-ზე სცადეს $20 მილიონად, თუმცა ჩონჩხი ამ წელს ვერ გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ დინოზავრების ნამარხები ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ინტერესით სარგებლობს სააუქციონო ბაზარზე, 2020 წელს Christie’s სააუქციონო სახლმა ტირანოზავრი რექსის ჩონჩხი, მეტსახელად „სტენი“, $31.8 მილიონად გაყიდა. გასულ წელს კი Sotheby’s-ის აუქციონზე ახალგაზრდა ცირატოზავრის ჩონჩხის ფასმა $30.5 მილიონი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

BM.GE

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

BM.GE

სასტუმრო ნომერი ბათუმში, მიწა ორბეთში... - რა ქონებას ფლობს გოგიტა თოდრაძე?

სასტუმრო ნომერი ბათუმში, მიწა ორბეთში... - რა ქონებას ფლობს გოგიტა თოდრაძე?

BM.GE