
სასტუმრო ნომერი ბათუმში, მიწა ორბეთში... - რა ქონებას ფლობს გოგიტა თოდრაძე?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2025 წელს, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისთვის ხელფასის სახით 115 364 ლარი მიიღო.
თანამდებობის პირმა 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ გოგიტა თოდრაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრული პროფესორის პოზიციაზე მუშაობდა და 14 472 ლარის შემოსავალი მიიღო, თსუ-ში კი მიწვეული ლექტორი იყო და 2 170 ლარის შემოსავალი აიღო.
მისი ცოლი ქეთევან ბასილაშვილი თბილისის 184-ე და 112-ე საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგად მუშაობდა და ჯამში 8000 ლარი აიღო.
საქსტატის ხელმძღვანელმა 2025 წელს იპოთეკური სესხით 44 160 დოლარად ბათუმში, მშენებარე პროექტში სასტუმრო ნომერი შეიძინა. თოდრაძემ 2025 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში 9500 დოლარად 920 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი იყიდა.
ამასთან, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მემკვიდრეობით 1881 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი მიიღო. თოდრაძე აღნიშნავს რომ ეს მონაცემები 2025 წლის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაზუსტდა.
გოგიტა თოდრაძის სახელზეა ასევე ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთები, რომელსაც ის თანამესაკუთრეებთან ერთად ფლობს.
მისსავე სახელზეა რეგისტრირებული თბილისში მუხიანში 2010 წელს ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი;
თბილისში, სოფელ აგარაკში 2024 წელს 80 000 დოლარად შეძენილი 1023 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი;
ასევე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე 2020 წელს 82 000 დოლარად შეძენილი 154.6 კვ.მ.-ის ბინა და თბილისში, გობრონიძის ქუჩაზე 2016 წელს 19 600 დოლარად შეძენილი 38.9 კვ.მ.-ის ბინა.
მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz, ML, 2011.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოგიტა თოდრაძემ 2025-2026 წელს 16 კომპანიაში მცირე მოცულობის აქციები შეიძინა, რაშიც 153 დოლარამდე ინვესტიცია გააკეთა. ეს კომპანიებია:
• Advanced Micro Devices, Inc • Tesla, Inc. • Apple, Inc. • BP p.l.c. • com, Inc. • Toyota Motor Corporation • Alibaba Group • Microsoft Corporation • Mycron Technology Inc. • United Microelectronics Corporation • Marvel Technology Group Ltd • Gitlab Inc. • O • GameStop Corp. • Venture Global Inc. • Jup
გოგიტა თოდრაძე გასულ წელს რამდენიმე იპოთეკურ სესხს ემსახურებოდა: 2024 წელს აღებულ ვალდებულებაზე მას 57 850 ლარის გასავალი, 2020 წელს იპოთეკურ სესხზე 8146 ევროს გასავალი, ხოლო საპროექტო მომსახურების გაწევისთვის 2500 დოლარის გასავალი ჰქონდა.
BM.GE
წყარო: bm.ge