მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

BM.GE31 ივლისი, 2026, 19:58|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანები სახელმწიფოს მიერ შეძენილი მედიკამენტით "ჯივინოსტატით" მკურნალობის დაწყება, სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყებენ. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სწორედ მისი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს.

"ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება. დაახლოებით ასეთია მოცემულობა "ჯივინოსტატის" გამოყენების დაწყებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

მანვე განმარტა, რომ მედიკამენტი "ჯივინოსტატი" 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის მქონე პაციენტთათვისაა განკუთვნილი.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“. შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში. რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით უკვე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი იმ მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც ეს მედიკამენტი შეარჩიეს.

"ეს მედიკამენტი, რომელზეც დღეს გვქონდა საუბარი, ერთ-ერთია იმ მედიკამენტებს შორის, რომლებზეც თავიდანვე საზოგადოებაში ამ თემისადმი ინტერესის გაჩენისთანავე ვამბობდით, რომ ყველაზე იმედის მომცემი და პერსპექტიული იყო. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მაგალითად, მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და „ჯივინოსტატის“ გამოყენება დასაშვებად ცნო. ამ მედიკამენტს, როგორც მოგეხსენებათ, ევროპული სააგენტოს დასტური უკვე ჰქონდა, თუმცა კვლევები მაინც მიმდინარეობდა. ზოგადად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან დაკავშირებით პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ადევნებს თვალს სიახლეებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო, რამაც შემდგომ პროცესებსა და გადაწყვეტილებებს საგრძნობლად შეუწყო ხელი", - თქვა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველო "ჯივინოსტატის“ იმპლემენტაციის პროცესს აგვისტოდან დაიწყებს. სარჯველაძის განმარტებით, აგვისტოდან დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ყველა იმ აუცილებელი ინსტრუმენტისა და მექანიზმის მომზადებას, რაც მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტურ დანერგვას სჭირდება.

"მადლობა მინდა გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები ამ ხნის განმავლობაში და რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა წარიმართა. მათ შორის, ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სიახლის შესახებ, რომელიც თან ახლავს ამ იმპლემენტაციის პროცესს, ბუნებრივია, თანამშრომლობის გაგრძელება მოგვიწევს. ძალიან სწრაფად უკვე აგვისტოშივე, პრაქტიკულად გვექნება შესაძლებლობა, რომ იმპლემენტაციის პროცესის განხორციელებაზე ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, პროტოკოლების მომზადებას, წესების შემუშავებას, სათანადო კლინიკური ბაზის, მონიტორინგისა და ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია მედიკამენტების იმპლემენტაციისთვის. ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის", - ამბობს სარჯველაძე და ამატებს, რომ რამდენს გადაიხდის სახელმწიფო ამ მედიკამენტში ამაზე ვერ ისაუბრებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერსიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE