მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სპრედებმა უნდა დაიწიოს“ - რას მოუტანს ფინანსურ ბაზარს GMAP-ი?
„სპრედებმა უნდა დაიწიოს“ - რას მოუტანს ფინანსურ ბაზარს GMAP-ი?

„სპრედებმა უნდა დაიწიოს“ - რას მოუტანს ფინანსურ ბაზარს GMAP-ი?

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 03:00|bm.ge

“ამგვარი სისტემების არსებობის შედეგად სპრედებმა უნდა დაიწიოს” - ასე აფასებს ხაზინების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ჯუღელი საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის მოსალოდნელ შედეგებს.

საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ფორუმის ფარგლებში დღეს ეროვნულმა ბანკმა ხაზინების ასოციაციასთან ერთად საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კონცეფცია წარადგინა. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზარზე რისკის მართვის და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდით მეტად ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას.

ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფციის ფარგლებში რამდენიმე ქართულ ბანკში თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურა ინერგება, რაც შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ. კერძოდ, საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი, ტერაბანკი და ბაზისბანკი სახაზინო ოპერაციებს Nasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებენ, რომელიც სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს დაფარავს. ამან კი უფრო აქტიური და ლიკვიდური ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

ქართული ფინანსური ბაზრების ასოციაციაში აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და რისკის ჰეჯირების უფრო ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გაჩენა ტრანზაქციების ხარჯის შემცირებაზეც იქონიებს გავლენას.

„ეს ქართულ ბაზარს მოუტანს იმ აუცილებელ ფუნდამენტს, რომელიც შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო, რომ შევძლოთ უფრო რთული ინსტრუმენტების გამოყენება და რაოდენობრივად და ხარისხობრივად აიწიოს თამასამ. ბანკებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეძლონ უკეთესად დაგეგმონ მომავალი, მართონ რისკი და უკეთესი, უფრო რთული ინსტრუმენტები შესთავაზონ მომხმარებლებს. ასევე, კარგი შესაძლებლობა იყოს ჰეჯირებისა და რისკის მართვისთვის.

ეს ორწლიანი პროექტია და დაინერგება წამყვან ხუთ ბანკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემური პროექტი იქნება, რომელსაც შემდეგ მთლიანი საბანკო სექტორი მიუერთდება და შესაძლებელი იქნება უკვე ხარისხობრივად სხვა, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.

რთულია ასე კონკრეტულად ციფრების პროგნოზირება, მაგრამ ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ იქნება როგორც რაოდენობრივი ზრდა ტრანზაქციებისა, ასევე სპრედების მიმართულებით ცვლილებები— სპრედებმა უნდა დაიწიოს ამგვარი სისტემების არსებობის შედეგად. ვინაიდან ახლა, იმის გამო, რომ საჭირო და აუცილებელი ავტომატიზებული სისტემები არ არის ჩვენს გარემოში, ბაზრის მონაწილეებს უხდებათ რისკის გადალოცვა საბოლოო მომხმარებლისათვის და ეს გადალოცვის კომპონენტი გაქრება. შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლისთვისაც უფრო იაფი იქნება ტრანზაქციები”,-აცხადებს ლაშა ჯუღელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეცვლილი ტურისტული მოთხოვნა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობის პრობლემა - რა გამოწვევებია სვანეთში?

შეცვლილი ტურისტული მოთხოვნა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობის პრობლემა - რა გამოწვევებია სვანეთში?

BM.GE

უსაფრთხოების რისკების გამო OpenAI-მ მიმდინარე წელს IPO ოფიციალურად გადადო

უსაფრთხოების რისკების გამო OpenAI-მ მიმდინარე წელს IPO ოფიციალურად გადადო

BM.GE

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

BM.GE

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

BM.GE