მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი ანკარაში ჩაფრინდა - აშშ-ის პრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩაფრინდა - აშშ-ის პრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა

დონალდ ტრამპი ანკარაში ჩაფრინდა - აშშ-ის პრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა

BM.GE7 ივლისი, 2026, 16:18|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა, სადაც ნატოს ყოველწლიური სამიტი იწყება.

ნატოს სამიტზე დასასწრებად თურქეთში უკვე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ანკარაში ტრამპზე რამდენიმე საათით ადრე ჩავარდა.

სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მის მეუღლესთან გამართა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უშუალოდ ნატოს სამიტის ლოკაციისკენ გაემართება, სადაც მოკავშირეებთან ერთად უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს განიხილავს.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრა უკრაინაში რუსეთის უწყვეტი სამხედრო აგრესიისა და ვაშინგტონის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე იმართება. ამერიკული მხარე მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების სასწრაფოდ გაზრდას ითხოვს.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილება:

• თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების მიყიდვა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი სამიტზე თურქეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის მზაობას გამოხატავს. ეს გადაწყვეტილება შეცვლის იმ აკრძალვას, რომელიც თავად ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დააწესა და რომელიც მოგვიანებით კანონმდებლობითაც გამყარდა. • უკრაინის ომი და შეხვედრა ზელენსკისთან ანკარაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო პირობა მოვალეობის შესრულების დაწყებიდან 24 საათში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას გულისხმობდა, მის ადმინისტრაციას მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზა ამ დრომდე არ უპოვია. • უსაფრთხოება ჰორმუზის სრუტეში ამერიკელი მაღალჩინოსნების პროგნოზით, ნატოს ლიდერების განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემა ჰორმუზის სრუტეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები იქნება.

ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის - ბოჭორიშვილი ღონისძიებას „მოკავშირეები ანკარაში" დაესწრება

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება

დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება

BM.GE

ფინანსთა მინისტრმა აქტივების გადაცემისა და საწარმოს ლიკვიდაციისას დაბეგვრის წესები განმარტა

ფინანსთა მინისტრმა აქტივების გადაცემისა და საწარმოს ლიკვიდაციისას დაბეგვრის წესები განმარტა

BM.GE

მთავრობა ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალისთვის საგურამოში, წიწამურსა და სხვა სოფლებში მიწების გამოსყიდვას იწყებს

მთავრობა ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალისთვის საგურამოში, წიწამურსა და სხვა სოფლებში მიწების გამოსყიდვას იწყებს

BM.GE

პაშა ბანკის პარტნიორებისთვის საქართველო-აზერბაიჯანის უნიკალური მუსიკალური კოლაბორაციის პრემიერა გაიმართა

პაშა ბანკის პარტნიორებისთვის საქართველო-აზერბაიჯანის უნიკალური მუსიკალური კოლაბორაციის პრემიერა გაიმართა

BM.GE