
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
BM.GE|bm.ge
21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.10 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0585 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.24 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5684 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.44 თეთრი შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge