მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Dreamland Development — პროექტები, სადაც ცხოვრება განსხვავებულად იგრძნობა
Dreamland Development — პროექტები, სადაც ცხოვრება განსხვავებულად იგრძნობა

Dreamland Development — პროექტები, სადაც ცხოვრება განსხვავებულად იგრძნობა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 23:03|bm.ge

უძრავი ქონება მხოლოდ სივრცე არ არის, სადაც ვცხოვრობთ. გარემო, რომელიც ყოველდღიურად გვხვდება, გავლენას ახდენს ცხოვრების რიტმზე, ჩვენს ჩვევებზე, დასვენებაზე და საბოლოოდ — ცხოვრების ხარისხზე.

სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული Dreamland Development-ის ხედვა — შექმნას პროექტები, სადაც საცხოვრებელი სივრცე ბუნებასთან, დასვენებასთან, აქტიურ ცხოვრებასთან და განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთიანდება.

Dreamland-ისთვის wellness უძრავი ქონება მხოლოდ Spa & Wellness ცენტრის არსებობას არ ნიშნავს.ეს არის ბევრად უფრო ფართო კონცეფცია, რომელიც პროექტის დაგეგმარებიდან იწყება და მოიცავს გამწვანებულ გარემოს, ზღვისა და ბუნების სიახლოვეს, სპორტულ და სარეკრეაციო სივრცეებს, დასვენების შესაძლებლობებს, სოციალურ ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რომლებიც ადამიანს უფრო კომფორტული და დაბალანსებული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ხედვის პირველი მასშტაბური გამოხატულებაა Dreamland Oasis — ზღვისპირა საცხოვრებელი და საკურორტო პროექტი, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უკვე დაკავშირებულია დასვენებასთან. გამწვანებული ტერიტორია, აუზები, სპორტული სივრცეები, კვებისა და გართობის ობიექტები, საოჯახო ინფრასტრუქტურა და ზღვის სიახლოვე აქ არა ცალკეული ფუნქციები, არამედ ერთი საერთო გამოცდილების ნაწილია.

სწორედ ამავე ფილოსოფიით ვითარდება Dreamland Development-ის ახალი პროექტი — Dreamland Park. პროექტის კონცეფციაში თავიდანვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუნებასთან კავშირს, ფართო გამწვანებულ სივრცეებს, ევკალიპტების ტყესა და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობებს. აქ wellness და eco-lifestyle დამატებითი მიმართულებები კი არა, თავად პროექტის დაგეგმარების საფუძველია.

Dreamland Development-ის wellness ხედვის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Dreamland Oasis-ში მიმდინარე ახალ Spa & Wellness ცენტრის მშენებლობას. დაახლოებით 7,500 მ² ფართობზე, სამ დონეზე განთავსებული ცენტრი თავისი მასშტაბითა და კონცეფციის მრავალფეროვნებით აჭარის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან wellness მიმართულებად ჩამოყალიბდება და ბუნებრივად გააგრძელებს იმ მიდგომას, რომელზეც Dreamland Development-ის პროექტები არის დაფუძნებული — wellness იყოს არა ცალკეული სერვისი, არამედ ცხოვრების სტილის ნაწილი.

მისი ინფრასტრუქტურა სრულფასოვან გამოცდილებაზეა აგებული და აერთიანებს ცხრა განსხვავებულ აუზს, სარელაქსაციო და კონტრასტულ წყლის ზონებს, რამდენიმე ტიპის საუნას, ორთქლის, მარილისა და თოვლის ოთახებს, კნაიპის ბილიკს, ჰამამისა და რასულის რიტუალებს, თალასო მიმართულებას, მასაჟისა და სხეულის მოვლის სივრცეებს, ასევე ფიტნესის, იოგისა და აერობიკის ზონებს.

სწორედ ამ ერთიანობაში იქმნება Dreamland Development-ის მთავარი ღირებულება — პროექტები, რომლებიც მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს კი არ ქმნის, არამედ ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას აყალიბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

BM.GE

რამ განაპირობა 60+ ასაკის მოქალაქეების რისკიან საბარათე ოპერაციებზე რეგულაციები|სებ-ის განმარტება

რამ განაპირობა 60+ ასაკის მოქალაქეების რისკიან საბარათე ოპერაციებზე რეგულაციები|სებ-ის განმარტება

BM.GE

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია - ვინ ყიდულობს ბინებს დედაქალაქში?

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია - ვინ ყიდულობს ბინებს დედაქალაქში?

BM.GE

საფრანგეთი სწრაფი მოდის ბრენდებისთვის დამატებით ტარიფებს აწესებს

საფრანგეთი სწრაფი მოდის ბრენდებისთვის დამატებით ტარიფებს აწესებს

BM.GE