მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია - ვინ ყიდულობს ბინებს დედაქალაქში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია - ვინ ყიდულობს ბინებს დედაქალაქში?

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ბრუნვამ $2.5 მილიარდს მიაღწია - ვინ ყიდულობს ბინებს დედაქალაქში?

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 23:14|bm.ge

2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($1.92 მლრდ) - საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2026 წლის ივლისის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ ივლისში 4,475 ბინა გაიყიდა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით გააქტიურებულია დეველოპერებისგან ბინების პირდაპირი შესყიდვა - 7 თვეში დეველოპერებმა 6,930 ბინა გაყიდეს, რაც წლიურად 30%-იანი ზრდაა.

მყიდველთა გეოგრაფია: იზრდება ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წილი

Galt & Taggart-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ადგილობრივი მყიდველების წილი ბაზარზე მცირდება, ხოლო უცხოელების ინტერესი იზრდება. 2026 წლის 7 თვის მონაცემებით:

• საქართველოს მოქალაქეები: ბაზრის 74%-ს იკავებენ (შედარებისთვის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 85% იყო). • ისრაელი: მყიდველთა 11% ისრაელის მოქალაქეა, რაც სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია. • რუსეთი: წილი 4%-მდე გაიზარდა (2025 წელს 3% იყო). • სხვა ქვეყნები: მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა უცხოელების წილი და 11% შეადგინა.

მიწოდება: სად გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა?

2026 წლის 7 თვეში თბილისში სულ 1 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ივნისი და ივლისი. უბნების მიხედვით, მშენებლობების "ცხელი წერტილები" შემდეგნაირად განაწილდა:

• დიდი დიღომი: 186 ათასი კვ.მ. • ნაძალადევი: 175 ათასი კვ.მ. • საბურთალო: 139 ათასი კვ.მ.

ფასები და სეგმენტები: "ბიუჯეტური" ბინები ქრება

ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კვლავ საშუალო ზომის (51-80 კვ.მ) ბინებია, რომლებზეც გაყიდვების 53.8% მოდის. პატარა ზომის (35-50 კვ.მ) ბინების წილი კი მცირედით შემცირდა და 24.6% შეადგინა.

რაც შეეხება საფასო სეგმენტებს, "ბიუჯეტური" ბინების ხელმისაწვდომობა მკვეთრად იკლებს:

• ბიუჯეტური სეგმენტი (<$1,100/კვ.მ): მათი წილი ბაზარზე 68.8%-დან (2024 წ.) 49.5%-მდე შემცირდა. • საშუალო სეგმენტი ($1,101 - $2,000): ამ კატეგორიის წილი თითქმის გაორმაგდა და 42.9% შეადგინა. • პრემიუმ სეგმენტი (>$3,000): ბაზრის მცირე, თუმცა მზარდ 1.6%-ს იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
თბილისის →ქონების →

მსგავსი სტატიები

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

BM.GE

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

BM.GE

Eli Lilly-მ Merida Biosciences-ი $2.88 მილიარდად შეიძინა

Eli Lilly-მ Merida Biosciences-ი $2.88 მილიარდად შეიძინა

BM.GE