მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დროებითი კომერციული ფანჯარა, რასაც რეპუტაციული რისკებიც ახლავს, არაა განვითარების სტრატეგია|ნიკა ალავიძე
დროებითი კომერციული ფანჯარა, რასაც რეპუტაციული რისკებიც ახლავს, არაა განვითარების სტრატეგია|ნიკა ალავიძე

დროებითი კომერციული ფანჯარა, რასაც რეპუტაციული რისკებიც ახლავს, არაა განვითარების სტრატეგია|ნიკა ალავიძე

BM.GE25 ივნისი, 2026, 10:00|bm.ge

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის აზრით, "აზიის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენა სახიფათო პოლიტიკური თვითმოტყუებაა".

"რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შექმნილმა გარემომ საქართველოსთვის დროებითი კომერციული ფანჯარა გააჩინა, მაგრამ ის არ არის სტრატეგია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძიმე რეპუტაციული რისკები ახლავს", - განაცხადა ნიკა ალავიძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სადაც ინტერვიუს მთავარი თემა დასავლეთთან მკვეთრად დაზიანებული ურთიერთობების ფონზე, საქართველოს მთავრობის აზიის მიმართულებით გააქტიურების მიზანი და მოსალოდნელი შედეგები იყო.

როგორც ცნობილია, 11 ივნისს ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყირგიზეთს ესტუმრა. 19 ივნისს ხუთი მინისტრით - ტაჯიკეთს. დაგეგმილი აქვთ ვიზიტი ყაზახეთში და პრეზიდენტებს ელიან უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან. "ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით... ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას", - აცხადებს პრემიერი პრემიერი.

ნიკა ალავიძე მთავრობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მმართველი გუნდი უარს ამბობს ქვეყნის გეოპოლიტიკური წონის გამოყენებაზე და აქცენტს მხოლოდ მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე აკეთებს.

მისი შეფასებით, გეოპოლიტიკური ფუნქციის უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებს, რაც საქართველოს განვითარების ნაცვლად უბრალო, უფუნქციო სატრანზიტო დერეფნად ქცევის საფრთხეს უქმნის.

"[ცენტრალური აზიის ქვეყნების] ბაზრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და არა - მისი გეოგრაფია. მათ კარგად იციან, რომ რაც უნდა სრულყოფილი შეთანხმებები გააფორმონ, მშრალი გეოგრაფია მათ არაფერს აძლევს. სამაგიეროდ, საქართველოს გეოპოლიტიკური წონა მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი ეკონომიკური მოდელი, კულტურა, იურიდიული თუ ინსტიტუციური მდგენელები დასავლეთის დიდ ბაზრებს უფრო ჰარმონიულად დაუკავშირონ. აზიას სჭირდება ევროპასთან კავშირი და პირიქით - ევროპას აზიასთან. თუ მხოლოდ გეოგრაფიული ფუნქციით შემოვიფარგლებით, ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ და დავრჩებით უბრალო სატრანზიტო გზად, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება არც არავინ შეაკეთოს და მხოლოდ ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული ზიანი დაგვრჩეს და მოკლევადიანი სარგებელი", - ამბობს ნიკა ალავიძე.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მიაჩნია, რომ საქართველო ცენტრალურ აზიას ვერ დააინტერესებს მხოლოდ გეოგრაფიით ან ევროპული რიტორიკით. მისივე თქმით, "დასავლურ წესებთან კავშირი რეალური უნდა იყოს და არა - მხოლოდ დეკლარირებული".

"ცენტრალური აზია პატარა სივრცე არ არის. ყაზახეთის ეკონომიკა დაახლოებით $291 მილიარდს აღწევს, უზბეკეთის $115 მილიარდს, თურქმენეთის $51 მილიარდს. საქართველოს ეკონომიკა ამ შედარებაში $34 მილიარდია. მასშტაბით ამ სივრცეს ვერ შევეჯიბრებით. თუმცა კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის მასშტაბით არ იზომება. პატარა ქვეყანას შეუძლია იყოს დიდი ბაზრის კარი. სანდო პლატფორმა. იურისდიქცია, სადაც კონტრაქტი მტკიცეა, ბანკი პროგნოზირებადი, საბაჟო პროცედურა გამჭვირვალე, მონაცემები დაცული და პარტნიორობა ნაკლებ პოლიტიკურ რისკს შეიცავს.

ეს არის საქართველოს პოტენციური ღირებულება ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნები დასავლურ ბაზრებთან, კაპიტალთან, ტექნოლოგიებთან და სტანდარტებთან უფრო მჭიდრო კავშირს ეძებენ.

საქართველოს უპირატესობა არა - მასშტაბი, არამედ ის უნარია, რომლითაც რეგიონი დასავლურ წესებთან შეიძლება დაუკავშირდეს... როდესაც საქართველო შორდება კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ სტანდარტებს, ინსტიტუციურ ხარისხსა და კარგავს დასავლურ ნდობას, ის კარგავს არა მხოლოდ „კარიბჭის“ სტატუსს, არამედ საკუთარ სტრატეგიულ ღირებულებასაც. სხვა სიტყვებით, საქართველო ცენტრალურ აზიას ვერ დააინტერესებს მხოლოდ გეოგრაფიით ან ევროპული რიტორიკით. ეს მხოლოდ წესებით, სანდოობით და გამართული ინსტიტუციური მიდგომითაა შესაძლებელი", - აცხადებს ნიკა ალავიძე.

ამ თემაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბლოგიც მოამზადა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის DFC-იმ ფოთის პორტის განვითარებისთვის Pace Group-ს $25-მილიონიანი სესხი გამოუყო

აშშ-ის DFC-იმ ფოთის პორტის განვითარებისთვის Pace Group-ს $25-მილიონიანი სესხი გამოუყო

BM.GE

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

BM.GE

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

BM.GE

კახეთში, 3000-5000 ვიზიტორზე გათვლილი ალოობის ფესტივალი იგეგმება - ბიუჯეტი 420 000 ლარია

კახეთში, 3000-5000 ვიზიტორზე გათვლილი ალოობის ფესტივალი იგეგმება - ბიუჯეტი 420 000 ლარია

BM.GE