მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს - სამინისტრო
დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს - სამინისტრო

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE27 აგვისტო, 2026, 16:35|bm.ge

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებებით მიმდინარეობს, რის გამოც ბავშვებს და პედაგოგებს აქამდე სხვა სკოლებში უწევდათ სიარული. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაშია აღნიშნული, რომელიც ₾22.5 მილიონის ტენდერს შეეხება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს.

"ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას," - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პროექტისთვის დაახლოებით 750 მოდულის შეძენაა დაგეგმილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტში 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული დანიშნულების მოდული შედის.

საკლასო ოთახის თითოეული მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი. საორიენტაციო ზომად 3 მეტრი 7 მეტრზეა განსაზღვრული. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს გათბობისა და გაგრილების სისტემით.

ტენდერის პირობებით, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდებისა და მონტაჟის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მოდულების კონსტრუქციისა და გარე შემოსვის საგარანტიო ვადა არანაკლებ 10 წელი იქნება, საინჟინრო სისტემების - 5 წელი, გათბობისა და გაგრილების სისტემების კი - 2 წელი. მოდულების მინიმალური საექსპლუატაციო ვადა 10 წლით არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს 2021 წლის 1 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულების დღემდე მსგავსი ტიპის მოდულების მიწოდების ან წარმოების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

მოთხოვნილი გამოცდილების ჯამური ღირებულება მინიმუმ 90 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მოდულების მიწოდება და მონტაჟი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცაიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE

გივი მიქანაძე ჩინური სასწავლებლების დელეგაციას შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

გივი მიქანაძე ჩინური სასწავლებლების დელეგაციას შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

BM.GE

სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

BM.GE

თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

BM.GE