
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
იმედი|imedinews.ge
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავებისთვის მზაობა.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge