მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?
პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?

პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?

BM.GE26 აგვისტო, 2026, 23:15|bm.ge

თბილისში საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის ხეივნის 60 ნომერში პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა შენდება.

ტენდერის მიხედვით, თავდაპირველი კონტრაქტის ღირებულება 23.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც მასში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა და ფასი 26.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ნაგებობა 4-სართულიანი იქნება და მისი მთლიანი ფართობი პროექტის თანახმად, 9800 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის სამუშაოები დღეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს. ახალი შენობის მშენებლობას სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რისთვისაც კონტრაქტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს "ბრიტანია ქონსთრაქშენთან" 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

არსებული მდგომარეობით პროექტზე გადახდილია 16.7 მილიონი ლარი, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის 13 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შენობა თანამშრომლების სამუშაო საჭიროებებზე იქნება მორგებული და პროკურატურის ეფექტიანი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს შექმნის. ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში გამოყოფილ სივრცეებში მუშაობენ.

შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ცენტრი, მოეწყობა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი.

პროექტის ფარგლებში შენდება 4-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა და 2-სართულიანი მოქალაქეთა მისაღები სივრცე, რაც მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების კომფორტულ გარემოში მიღების შესაძლებლობას მისცემს.

"ამ ეტაპზე დასრულებულია ადმინისტრაციული შენობის რკინაბეტონის სამუშაოები, მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება, ხოლო შიდა სივრცეებში — საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები. პარალელურად, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ცენტრალური ღობის, სადრენაჟე და წყალარინების სისტემების მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე", - აღნიშნავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნოიმედი
  • სუს-ის ექს-შეფის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულატვ პირველი
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინაფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

27 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

27 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

AI-ბაზრის მოცულობა $30 ტრილიონს აღემატება - Anthropic

AI-ბაზრის მოცულობა $30 ტრილიონს აღემატება - Anthropic

BM.GE

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

BM.GE

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

BM.GE