მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ [ტურიზმში] დანაკარგები II კვარტალშივე მინიმუმამდე დაგვეყვანა" - მაია ომიაძე
"ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ [ტურიზმში] დანაკარგები II კვარტალშივე მინიმუმამდე დაგვეყვანა" - მაია ომიაძე

"ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ [ტურიზმში] დანაკარგები II კვარტალშივე მინიმუმამდე დაგვეყვანა" - მაია ომიაძე

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 19:05|bm.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ III კვარტალში ტურიზმის მაჩვენებლები "ძალიან კარგი იქნება". მაია ომიაძის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, მათ ტურიზმში არსებული დანაკარგების მუნიმიზაციისთვის ძალიან ბევრი იმუშავეს.

"წლის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი მოქმედებებისა, ჩვენ შევძელით ამ რეგიონის ტურისტული ბაზრებიდან დანაკარგების შემცირება. ამისათვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, სანამ ზაფხულის სეზონი დაიწყებოდა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაგვეყვანა მეორე კვარტალშივე. რაც შეეხება მესამე კვარტალს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. არ მინდა წინ გავუსწრო ციფრებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი მესამე კვარტალი იქნება. წლის ჭრილში, როგორც ტურისტების ოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით, წინა წელთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება", - აღნიშნავს მაია ომიაძე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, სტაბილური ზრდისა და რყევების პერიოდში ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია ახალი სამიზნე ბაზრების ათვისება და პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის გაფართოებაა.

"ჩვენ რაც მოვახერხეთ და შევძელით, ეს არის ჩვენი თანმიმდევრული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგი. როდესაც ერთ ბაზარზე არ ხარ დამოკიდებული და მუშაობ რამდენიმე ბაზარზე, გარკვეული რყევების პერიოდში ახერხებ იმას, რომ გარკვეულწილად ჩაანაცვლო ან გადაიტანო ნაკადები ერთი ბაზრიდან მეორეზე. აქტიურად ვიმუშავეთ როგორც ჩინეთის მიმართულებით, ისე ევროპის და შუა აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით. მოხდა ახალი რეისების დანიშვნა და არსებული სიხშირეების გაზრდა", - აცხადებს მაია ომიაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE