მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი
ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 00:40|bm.ge

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ფორუმის ფარგლებში საუბარი შედგა, ზოგადად, იმ გეგმაზე და ხედვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ადგილობრივ უმსხვილეს კორპორაციებთან და კომპანიებთან ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტის ოპერირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში. ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE