მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება - ნიკოლოზ ზურაბიშვილი
ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება - ნიკოლოზ ზურაბიშვილი

ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება - ნიკოლოზ ზურაბიშვილი

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 17:26|bm.ge

"თიბისი ჯგუფის" უფროს ეკონომისტ ნიკოლოზ ზურაბიშვილის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების ალბათობა ძალიან მაღალია. საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებსა და პროგნოზებზე მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ეკონომისტმა ის ფაქტორები მიმოიხილა, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ შეიცვლება რეფინანსირების 8.25%-იანი განაკვეთი. ამ კუთხით მან გამოყო აჩქარებული ინფლაცია, ნავთობის შემცირებული ფასი და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობები.

"მთავარია, რა იქნება ნოემბრის ინფლაცია, რაც გვეცოდინება დეკემბრის დასაწყისში. მოგეხსენებათ, რომ სექტემბრიდან მნიშვნელოვნად აჩქარებულია ინფლაციის ძირითადი ტენდენცია, მათ შორის - მომსახურების ინფლაცია, რაც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ რა დინამიკა გვექნება.

დღევანდელი მდგომარეობით, ნავთობის ფასი 90 დოლარზე დაბალია, მაშინ, როცა ოქტომბრის ბოლოს 115 დოლარი იყო, ანუ ის მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ეს ინფლაციურ ზეწოლას, რა თქმა უნდა, ამცირებს.

რაც შეეხება საგარეო პირობებს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც მოლოდინებზე მაღალი აღმოჩნდა. შესაბამისად, დამატებითი ზრდის მიმართულებით გადაიხედა ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთის მოლოდინები. ამიტომ დამატებით გამკაცრდა ფინანსური პირობები. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გაიზარდა შემოსავლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ფასიან ქაღალდებზე და სხვათა შორის, ეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების შემთხვევაშიც ჩანს: ბოლო ორ თვეში არარეზიდენტების დაინტერესება საქართველოს ფასიანი ქაღალდებით არის მნიშვნელოვნად შენელებული, მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში იგი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასიანი ქაღალდები უფრო შემოსავლიანი გახდა, რაც კაპიტალის შემოდინების კლებას იწვევს ხოლმე ასეთ შემთხვევაში საქართველოში. ამიტომ უკვე ხელშესახები შედეგი არსებობს და ეს დიფერენციალი ლარსა და უცხოურ საპროცენტო განაკვეთებს შორის მეტად რომ არ შემცირდეს და კაპიტალის შემოდინება გაგრძელდეს, მნიშვნელოვანი იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა.

შესაბამისად, ჯამურად, დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია, ვთქვა: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება. თუ ინფლაციის მაჩვენებელი გამოვიდა ისეთი, რომ წინა თვესთან შედარებით, მაგალითად, აჩვენა შედარებით შენელება ხისტ მაჩვენებლებში, იგივე მომსახურების ინფლაციაში, მაშინ შეიძლება, ეროვნული ბანკი გადაიხაროს ისევ დროებითი პაუზისკენ და დააკვირდეს სიტუაციას ისევ და ისევ ნავთობის ფასებიდან გამომდინარე",- ამბობს ეკონომისტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების საფრთხე – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების საფრთხე – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

„გრანთ თორნთონ საქართველომ“ ფოთში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა

„გრანთ თორნთონ საქართველომ“ ფოთში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა

BM.GE

NVIDIA-ში ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებით ტრამპმა მინიმუმ $15 მილიონის სარგებელი მიიღო

NVIDIA-ში ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებით ტრამპმა მინიმუმ $15 მილიონის სარგებელი მიიღო

BM.GE

ნახევრად სწორი გადაწყვეტილებაა, ქართველებისთვის სუროგაცია დაშვებული უნდა იყოს - არჩილ ხომასურიძე

ნახევრად სწორი გადაწყვეტილებაა, ქართველებისთვის სუროგაცია დაშვებული უნდა იყოს - არჩილ ხომასურიძე

BM.GE