მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ძალიან ცუდი სუნი ასდის… გაურკვეველია, რის გამო ხდება გაზგასამართი სადგურების დაჯარიმება" - “სენტა პეტროლიუმი”
"ძალიან ცუდი სუნი ასდის… გაურკვეველია, რის გამო ხდება გაზგასამართი სადგურების დაჯარიმება" - “სენტა პეტროლიუმი”

"ძალიან ცუდი სუნი ასდის… გაურკვეველია, რის გამო ხდება გაზგასამართი სადგურების დაჯარიმება" - “სენტა პეტროლიუმი”

BM.GE9 ივლისი, 2026, 21:30|bm.ge

მას შემდეგ, რაც 1 იანვრიდან ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების დადგენილი წესით განთავსების დარღვევაზე, თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ გაზგასამართი სადგურების დაჯარიმება დაიწყო, ბიზნესოპერატორების უმრავლესობამ გაზის რეალიზაცია საერთოდ შეაჩერა.

სექტორს მიაჩნია, რომ რეგულაცია მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს, რადგან თხევადი გაზის განთავსებისა და რეალიზაციის წესები ცალკე კანონით რეგულირდება.

ბიზნესი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს სასამართლოში ასაჩივრებს. დაჯარიმებულთა სიაში არიან მათ შორის მსხვილი ნავთობკომპანიებიც, რომლებიც თხევადი გაზის რეალიზაციასაც ახორციელებენ.

“სენტა პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებული რეგულაციები არსებულ რეალობასთან შეუსაბამოა, ხოლო დაჯარიმების პროცესი ხშირად შერჩევითი ხასიათისაა.

„ძალიან რთული საკითხია და საკმაოდ არასასიამოვნო. დაიწყო მასობრივი დაჯარიმებები და ძალიან ბევრი კომპანია იძულებული გახდა, რომ გაეჩერებინა მუშაობა იმის შიშით, რომ ამას მოჰყვებოდა დაჯარიმება. ჩემი აზრით, ეს რეგულაციები ძალიან არაადეკვატურია და საკმაოდ ამძაფრებს საერთო პრობლემას - საწვავის პრობლემას.

მეც მომიწია სადგურის დახურვა. არ არის გარკვეული რის გამო ხდება დაჯარიმება, რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე მსგავს სიტუაციაში არსებული კომპანიების ზოგი ჯარიმდება, ზოგი არ ჯარიმდება. ამას ძალიან ცუდი სუნი უდის პირდაპირ რომ ვთქვათ, რადგან ის რაც ამ რეგულაციებში წერია, პრაქტიკულად მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც ამას წარმატებით წყვეტენ. რა გზით, რა საშუალებით მე არ ვიცი, მაგრამ ოპერირებენ.

იმიტომ რომ არ მოვყვეთ ამ ჯარიმებში, ყოველ შემთხვევაში მე პირადად გაზის გაყიდვები გავაჩერე. ველოდები რომ მოჰყვება ამას რეაგირება, იქნება ალბათ შეხვედრები და ვფიქრობ რომ რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში იყოს და ეს საკითხი გადაიჭრას.

საკმაოდ გაიზარდა თხევად გაზზე მომუშავე ტრანსპორტი. ეს უკვე არის არა მხოლოდ კერძო მანქანები, არამედ დისტრიბუციის მანქანებიც აქტიურად მოიხმარენ. მათთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საწვავის ხარჯის შემცირება და შესაბამისად ეს საერთოდ ბევრი რამის გაძვირების საწინდარია, თუ შეიზღუდება მიწოდება ეგრეც იქნება”,-აცხადებს ზაალ იაკობიძე.

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალა. დადგენილების წესების დარღვევისთვის სანქცია 2500-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვფიქრობ, წინა სეზონებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსავალს მივიღებთ" - "ტოროს ფუტკრები"

"ვფიქრობ, წინა სეზონებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსავალს მივიღებთ" - "ტოროს ფუტკრები"

BM.GE

ირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღიარებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა

ირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღიარებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა

BM.GE

წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 2664 დარღვევა გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 2664 დარღვევა გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

BM.GE