
საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანიაა - რამდენი ვალი გვაქვს?
საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანიაა. ჯამში ევროკავშირის ამ ორი ქვეყნის ვალი 1,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელია.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებულ ვალებს, სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ მათ წინაშე სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას კი - 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალები ასე ნაწილდება:
კრედიტორი ვალის მოცულობა - ნაშთი აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,496 მლნ; მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WB; IDA; IBRD) $2,249 მლნ; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,185 მლნ; საფრანგეთი $845 მლნ; გერმანია $559 მლნ; ევრობონდი $495 მლნ; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - ეროვნული ბანკის ვალი $264 მლნ; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $240 მლნ; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $217 მლნ; ევროკავშირი (EU) $151 მლნ; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - მთავრობის ვალი $135 მლნ; იაპონია $104 მლნ; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $36 მლნ; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მლნ; ავსტრია $9 მლნ; ქუვეითი $6 მლნ; Nordic Environment Finance Corporation (NEFCO) $5 მლნ; შეერთებული შტატები $4 მლნ.
BM.GE
წყარო: bm.ge