მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. E-Motors Georgia-მ Jetour-ის კლუბის წევრებისთვის საავტორო ღონისძიება გამართა და ახალი ფლაგმანი G700 წარადგინა
E-Motors Georgia-მ Jetour-ის კლუბის წევრებისთვის საავტორო ღონისძიება გამართა და ახალი ფლაგმანი G700 წარადგინა

E-Motors Georgia-მ Jetour-ის კლუბის წევრებისთვის საავტორო ღონისძიება გამართა და ახალი ფლაგმანი G700 წარადგინა

BM.GE2 ივლისი, 2026, 10:02|bm.ge

კომპანია E-Motors Georgia-მ, რომელიც საქართველოში Jetour-ის ოფიციალური და ავტორიზებული დილერია, ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის, ენთუზიასტებისა და კლუბის წევრებისთვის განსაკუთრებული მასშტაბის საზოგადოებრივი ღონისძიება მოაწყო. სპეციალურად დაგეგმილმა დღემ სტარტი თბილისში, ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარე შოურუმიდან აიღო, სადაც საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში შეკრებილ სტუმრებს მუსიკალური გაფორმება და დინამიკური შოუს ელემენტები დახვდათ. მოგვიანებით, სპეციალურად ორგანიზებული ავტოკოლონა ბეთანიის გავლით, „სათიბეს“ საავტორო სივრცისკენ დაიძრა, სადაც დღის მთავარი პრეზენტაცია და გრანდიოზული მიღება შედგა.

„სათიბეში“ შეკრებილმა Jetour-ის კლუბის წევრებმა და ბრენდით დაინტერესებულმა პირებმა დრო გამორჩეულად სასიამოვნო და არაფორმალურ გარემოში გაატარეს. ღონისძიებამ ერთ სივრცეში სრულად გააერთიანა საავტომობილო ენთუზიასტები, რომლებსაც ბრენდის მიმართ საერთო ინტერესი და ლოიალობა აკავშირებთ.

საღამოს განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო გასტრონომიულ ნაწილს — სპეციალურად შემუშავებულმა მენიუმ და მაღალი კლასის სერვისმა სტუმრებისთვის დახვეწილი ატმოსფერო შექმნა. ბუნებისა და პრემიუმ კლასის მასპინძლობის სინთეზმა იდეალურად გაუსვა ხაზი შეკრების მთავარ იდეას, რაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნასა და საერთო ინტერესების მქონე კლუბური კულტურის განვითარებას გულისხმობს.

საღამოს მთავარი გმირი — პრემიუმ კლასის SUV Jetour G700

სადღესასწაულო მიღების ცენტრალურ მოვლენად ბრენდის ახალი ფლაგმანის — Jetour G700-ის ოფიციალური წარდგენა იქცა.მანქანა, რომელიც კლასიკურ მზიდ ჩარჩოზეა აგებული, ერთი შეხედვითვე აფრქვევს ექსტრემალური უგზოობის ხასიათს, თუმცა მის მიღმა ნამდვილი ბიზნეს-კლასის ფუფუნება იმალება:

• ულევი ენერგია: პლაგ-ინ ჰიბრიდული (PHEV) სისტემა ჯამში 904 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ამ მასიურ ყველგანმავალს პირველ ასეულამდე სულ რაღაც 4.6 წამში აფრენს. • მომავლის ტექნოლოგია: სალონში შესვლისას თვალს მოგტაცებს უზარმაზარი ციფრული მონიტორები, რომლებსაც მაღალი წარმადობის Snapdragon-ის პროცესორი მართავს. • უმაღლესი კომფორტი: ალკანტარასა და პრემიუმ ტყავის სავარძლები მასაჟის ფუნქციით, Lexicon-ის აუდიოსისტემა ხმაურის ჩახშობით და სპეციალური ჟანგბადის გენერატორიც კი, რომელიც მაღალმთიან რელიეფზე მგზავრობას სასიამოვნო დასვენებად აქცევს.

Jetour G700 ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ორ ძირითად კომპლექტაციაში: Comfort, და Flagship. E-Motors Georgia. კლუბის წევრებისა და პოტენციური მყიდველებისთვის სპეციალურ ფინანსურ პირობებს ინარჩუნებს. 11 ივლისამდე წინასწარი შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში, მოდელის ღირებულება 57 000 დოლარის ნაცვლად 50 000 დოლარს შეადგენს. საფასო შეღავათთან ერთად, აღნიშნული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელი საჩუქრად ავტომობილის ერთწლიან სრულ დაზღვევასაც მიიღებს.

კომპანია E-Motors Georgia-ს მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ Jetour-ის გარშემო ერთიანი, მტკიცე და ლოიალური საზოგადოების ჩამოყალიბება მათი სტრატეგიული პრიორიტეტია. „სათიბეში“ გამართული წარმატებული პრემიერა მხოლოდ დასაწყისია — კომპანია მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ფორმატის საავტორო და მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას საკუთარი მომხმარებლებისთვის, კლუბის წევრებისა და ბრენდის მხარდამჭერებისთვის, რათა ავტომობილის ფლობის გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის

BM.GE

"წლის დაღვრით მიყენებული თეორიული ზარალი ₾100 მილიონზე მეტია" - რატომ შეზღუდეს ელექტროსადგურები| ინტერვიუ

"წლის დაღვრით მიყენებული თეორიული ზარალი ₾100 მილიონზე მეტია" - რატომ შეზღუდეს ელექტროსადგურები| ინტერვიუ

BM.GE

ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს  დაესწრება

ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს  დაესწრება

BM.GE

"განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება" - GCCA მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს

"განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება" - GCCA მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს

BM.GE