მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EASA ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ საამიროების, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს
EASA ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ საამიროების, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს

EASA ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ საამიროების, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს

BM.GE14 ივლისი, 2026, 18:09|bm.ge

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს მოერიდონ - კონფლიქტის ზონის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც დღეს, 14 ივლისს გამოიცა, ძალაში 29 ივლისამდეა, თუ მანამდე არ გადაიხედება.

რეკომენდაცია ვრცელდება ევროკავშირის იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ევროპული საავიაციო წესებით ოპერირებენ, და არაევროპულ ავიაკომპანიებზე, რომლებსაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ევროკავშირში, ევროკავშირიდან ან ევროკავშირის შიგნით ფრენების განხორციელების უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული.

ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც ყურის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ვითარება კვლავ არასტაბილურია, მიუხედავად აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების მცდელობისა. EASA-ს განცხადებით, მიმდინარე სამხედრო აქტივობა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის რისკებს ზრდის.

EASA ავიაკომპანიებს რეკომენდაციას აძლევს:

• არ განახორციელონ ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითისა და კატარის საჰაერო სივრცეში, ნებისმიერ სიმაღლეზე. • მოერიდონ ფრენას ომანის ყურის წყლების თავზე, მასკატის საინფორმაციო რეგიონის (FIR) ფარგლებში, აღმოსავლეთ გრძედის 58-ე მერიდიანის დასავლეთით. • გააგრძელონ ოფიციალური საავიაციო შეტყობინებებისა და ეროვნული უწყებების მითითებების მონიტორინგი.

სააგენტომ განმარტა, რომ რეკომენდაცია "კონკრეტულ ზონებში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების მისათითებლად" გამოიცა.

EASA-ს ცნობით, უსაფრთხოების მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმეორებითი დარღვევების გამო გაუარესდა.

სააგენტოს განცხადებით, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ირანის მცდელობებმა, კომერციულ გემებზე განმეორებითმა თავდასხმებმა და აშშ-ის შესაბამისმა სამხედრო ქმედებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რისკები ყურის საჰაერო სივრცეში.

უწყებამ ასევე გააფრთხილა ავიაკომპანიები, რომ რეგიონში აშშ-ის მსხვილი სამხედრო ბაზების არსებობა ყურის ქვეყნების მიმართულებით სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ალბათობას ზრდის.

EASA-მ წერს, რომ გაძლიერებული სამხედრო აქტივობა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედება ზრდის სამოქალაქო თვითმფრინავების არასწორი იდენტიფიცირების ან სამხედრო ოპერაციებში უნებლიეთ მოყოლის რისკს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

BM.GE

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

BM.GE

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

BM.GE