მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა
EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა

EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 14:11|bm.ge

საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ახლა ქვეყანაში მშპ-ის 6%-იან მატებას ელოდება.

ორგანიზაციის უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, 2027 წელს საქართველოში 5.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს, თუმცა მიუთითებენ ზრდის შემაფერხებელ საგარეო რისკებზეც: „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს“.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

მაისის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE