მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეგრისის ეროვნული პარკის 4-წლიან პროექტზე 2 694 720 ლარი დაიხარჯება“ - ზურაბ ეზუგბაია
„ეგრისის ეროვნული პარკის 4-წლიან პროექტზე 2 694 720 ლარი დაიხარჯება“ - ზურაბ ეზუგბაია

„ეგრისის ეროვნული პარკის 4-წლიან პროექტზე 2 694 720 ლარი დაიხარჯება“ - ზურაბ ეზუგბაია

BM.GE11 მაისი, 2026, 21:29|bm.ge

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის 4-წლიან პროექტში ჯამურად 2 694 720 ლარის დახარჯვა იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში 37 074 ჰექტარ ტერიტორიას, ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, ეგრისის ეროვნული პარკი, რომლის ამოქმედებაც ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან არის დაგეგმილი.

“ეროვნული პარკის მართვა განხორციელდება შესაბამისი ადმინისტრაციის მიერ. კანონპროექტის ამოქმედება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან განისაზღვრა. კომიტეტთან მუშაობის შედეგად ჩვენ არა მარტო ტექსტზე ვიმუშავეთ, არამედ დიდი ნაწილი ძალისხმევის მიმართული იყო იმაზე, რომ კოორდინატები გასწორებულიყო. ამ კოორდინატებიდან მაქსიმალურად ამოვრიცხეთ ყველა სალიცენზიო უბანი ან ის ზონები, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე შესრულებული იყო“, - თქვა მან.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პარკის მართვისთვის შეიქმნება სპეციალური ადმინისტრაცია, 22 საშტატო ერთეულით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პერსონალის დაკომპლექტება.

ეზუგბაიას თქმით, პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს რეგიონისთვის. „ვფიქრობთ, რომ ამ ეროვნული პარკის გარდა იმისა, რომ პირდაპირ ეფექტს მოიტანს ამ სამი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საკითხების განვითარებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რეკრეაციას და ეკოტურიზმის განვითარებას, რაც მთავარია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და დაცვას ამ რეგიონში“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2027 წელს ამ პროექტისთვის დაახლოებით 700 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე - 22 თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადებიდან წლიურად დაახლოებით 100 289 ლარის შემოსავალი მიიღება, ხოლო ტურიზმის ზრდის შემთხვევაში დამატებითი შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს, თუმცა მათი მოცულობა ვიზიტორთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, დაგეგმილია ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა კონკრეტული თანხები სამუშაოების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →პროექტი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE