მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 19:32|bm.ge

ეკონომიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ამერიკელმა მკვლევრებმა, რობერტ ჰოლმა და მაიკლ ვუდფორდმა მოიპოვეს.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მეცნიერებს ჯილდო იმ თეორიული მოდელების შემუშავებისთვის გადასცა, რომლებიც მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს კრიზისების მართვაში ეხმარება.

როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვუდფორდმა ეკონომიკური შოკების შეფასების მექანიზმები თავისი მოდელებით ფუნდამენტურად შეცვალეს. მათ მიერ წარმოდგენილმა სისტემამ ეკონომიკური აღმავლობისა და ვარდნის პერიოდების დაბალანსებას ხელი შეუწყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოები კრიზისებს ბრიტანელი ეკონომისტის, ჯონ მეინარდ კეინზის მიდგომით ებრძოდნენ. კლასიკური მეთოდი გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ითვალისწინებდა. ეს მექანიზმი კი მომხმარებლებისა და ბიზნესის მხრიდან დანახარჯების სტიმულირებას უზრუნველყოფდა.

როგორც Associated Press-ი წერს, წინამორბედი მოდელის არაეფექტურობა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების სტაგფლაციის დროს დამტკიცდა, როცა ერთდროულად წარმოქმნილ მაღალ ინფლაციასა და უმუშევრობას FED-ი კეინზის მიდგომით ვერ გაუმკლავდნენ.

ამ გამოცდილების ფონზე, ჰოლმა და ვუდფორდმა ახალ მოდელზე მუშაობა და დაიწყეს და კვლევის ცენტრში ცალკეული ოჯახებისა და კომპანიების ქცევა მოაქციეს. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს ის რეალური ფაქტორები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ბაზრის მონაწილეთა დანახარჯებს განსაზღვრავს.

პრემიის გადაცემისას, ნიუ-იორკიდან სატელეფონო ჩართვით მყოფმა მაიკლ ვუდფორდმა მიღებულ ჯილდოს მოულოდნელი და უდიდესი პატივი უწოდა. ეკონომისტის განმარტებით, ახალი ანალიტიკური მოდელი მთავრობებსა და საზოგადოებას შორის გამჭვირვალე კომუნიკაციას ხელს უწყობს.

ცნობისთვის, ეკონომიკის დარგში ალფრედ ნობელის ხსოვნის პრემია შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა 1968 წელს დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო შვედი მეცნიერის მიერ დაწესებულ თავდაპირველ ხუთ კატეგორიას არ მიეკუთვნება, თუმცა გამარჯვებულებს სხვა ლაურეატებთან ერთად ისიც 10 დეკემბერს გადაეცემა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

BM.GE

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

BM.GE

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

BM.GE

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE