მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE15 ივნისი, 2026, 02:00|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ის ფედერალური რეზერვის ახალი ხელმძღვანელი, კევინ უორში იქნება, რომელიც თავმჯდომარის ამპლუაში FED-ის პირველ გადაწყვეტილებას გაგვაცნობს. ანალიტიკოსების შეფასებით, 99%-იანი ალბათობით უწყება განაკვეთს უცვლელად, 3.75%-იან ნიშნულზე დატოვებს, თუმცა თავად ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი FED-ის სამომავლო პროგნოზი და უორშის განცხადება იქნება. თუ ცენტრალური ბანკის ლიდერი დაადასტურებს, რომ ინფლაციას მართლაც სჭირდება FED-ის ინტერვენცია, ამას ინვესტორები განსაკუთრებით ნეგატიურად მიიღებენ და თუ ის მიმდინარე წელს განაკვეთის გაზრდას გამორიცხავს, მაშინ ეს საფონდო ბირჟისათვის პოზიტიური სიგნალი იქნება.

FED-ის გარდა, მომდევნო კვირას მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ: იაპონიის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ეროვნული ბანკიც, რომელთან მიმართებით 0.25%-იანი ცვლილება არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ფრონტს, ამ მიმართულებით აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების გასაჯაროება და საბოლოო დეტალების შეთანხმება არის მოსალოდნელი, რომელსაც ბაზარი ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Accenture, Kroger, Zegna, CarMax, Korea Electric, Woodside Energy და PowerFleet.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის მაისი) • ნამუშევარი საათების ინდექსი (2026 წლის I კვარტალი) • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის აპრილი) • მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი) • საგარეო ვაჭრობა (2026 წლის მაისი) • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის მაისი) • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი) • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE