მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE31 აგვისტო, 2026, 02:30|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ისევ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი იქნება, სადაც ომანის ჩართულობით, აშშ-სა და ირანს შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არის პროგნოზირებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალი სატარიფო შეზღუდვების დაწესებას აპირებს რიგი სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით დიდი ზეწოლის ქვეშ კი კანადა აღმოჩნდება.

სტატისტიკური თვალსაზრისით, მომავალი კვირა საინტერესო იქნება აშშ-ის უმუშევრობის, უძრავი ქონების და კერძო სექტორის ბრუნვის განახლებული მონაცემებით. ხოლო რაც შეეხება ევროპის რეგიონს, აქ ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას გავეცნობით, რომელზედაც ევროპის ცენტრალური ბანკი მომავალი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Broadcom, Snowflake, HP, Dell, Palo Alto, NIO, NetApp, Copart, Zscaler, lululemon, DocuSign და Ciena.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო) • საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2026 წლის II კვარტალი) • შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები (2026 წელი) • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE