მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 02:30|bm.ge

მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული იქნება სტატისტიკური მიმართულებით, რადგან აშშ-ის მთავრობამ ეკონომიკურ ზრდასთან, ინფლაციასთან, საწარმოო ინდექსთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს.

თუ ახალ სტატისტიკაში გამოჩნდება, რომ ეკონომიკა სიძლიერეს ინარჩუნებს, თუმცა ინფლაცია იზრდება, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მომდევნო შეხვედრაზე FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნარატივს, რაც საფონდო ბირჟაზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, დატვირთული კვირა ელის ევროკავშირსაც, სადაც წამყვანმა სახელმწიფოებმა ინფლაციის და ვაჭრობის განახლებული სტატისტიკა უნდა წარმოადგინონ.

ინვესტორები აგრეთვე ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-ირანის მოლაპარაკების საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩიხში შევიდა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინფლაციური ზეწოლა პრეზიდენტ ტრამპს კომპრომისზე წასვლას და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებას აიძულებს, თუმცა ამ მიმართულებით პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Micron, Accenture, Nike, Carnival, CarMax, Jabil, FactSet და VinFast Auto.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი) • მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი) • ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი) • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო) • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

BM.GE

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE