მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 02:39|bm.ge

მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ ტექნოლოგიური გიგანტები: Meta, Tesla, Netflix, Lam Research, IBM, Spotify და SAP.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში ვიხილავთ სამხედრო მრეწველობის ინდუსტრიის ლიდერების ანგარიშგებებსაც, მათ შორის იქნებიან: GE Aerospace, RTX, Northrop Grumman, GM, Lockheed Martin და 3M Company.

საინტერესო კვირა გველის სტატისტიკის მიმართულებითაც, რადგან ჩინეთის მთავრობამ მშპ-ის ზრდის, ინდუსტრიული წარმოების, საცალო სექტორის გაყიდვების და სამომხმარებლო ფასების უახლესი სტატისტიკა უნდა წარმოადგინოს.

გარდა ამისა, ტრადიციულად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანის კონფლიქტთან და რუსეთთან მიმართებით რიგი სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობა (2026 წლის სექტემბერი) • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის სექტემბერი) • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი) • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი) • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი) • არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GTA 6-ის პერსონალური კომპიუტერების ვერსია 2027 წლის დასაწყისში გამოვა

GTA 6-ის პერსონალური კომპიუტერების ვერსია 2027 წლის დასაწყისში გამოვა

BM.GE

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

BM.GE

გარდაიცვალა „კავეასა“ და „კავეა პლუსის“ თანამფლობელი ოთარ ბუბაშვილი

გარდაიცვალა „კავეასა“ და „კავეა პლუსის“ თანამფლობელი ოთარ ბუბაშვილი

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE