
როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?
BM.GE|bm.ge
გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის გამორჩეულად ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 2%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება დადებითი იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 2%-ით გაიზარდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 5%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 110 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 101 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 114 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 4166 დოლარი შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge