მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 02:25|bm.ge

მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ ტექნოლოგიური გიგანტები: Google, Microsoft, Amazon, Intel, Visa, Mastercard, GE Vernova და Seagate.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში ვიხილავთ ენერგეტიკული კომპანიების, სამომხმარებლო ინდუსტრიის გიგანტების და სამედიცინო კომპანიების შედეგებს, კერძოდ: Coca-Cola, ExxonMobil, Chevron, BP, Eli Lilly, Merck, AbbVie, AstraZeneca, Novartis, Boeing, Verizon და Sanofi.

განსაკუთრებით დატვირთული კვირა გველის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებითაც, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა 28 ოქტომბერს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, FED-ის კომიტეტი ამჯერად რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს.

მომდევნო დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას გაგვაცნობს ევროპის ცენტრალური ბანკიც. FED-ის მსგავსაც, ECB-ის მხრიდანაც ცვლილება ამჯერად არ არის მოსალოდნელი.

გარდა ამისა, მომავალ კვირას გავეცნობით იაპონიის, კანადის და ჩინეთის ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებსაც.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო) • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი) • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი) • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი) • სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები (2025 წელი) • საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

BM.GE

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

BM.GE

ციფრული ოქროს ბაზარმა 2031 წლისთვის შესაძლოა $170 მილიარდს მიაღწიოს

ციფრული ოქროს ბაზარმა 2031 წლისთვის შესაძლოა $170 მილიარდს მიაღწიოს

BM.GE