მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე
ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 21:38|bm.ge

„ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ზრდა ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება, მათ შორის - საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების და სხვა სექტორებში.

„ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომლის კომენტარსაც სამინისტრო ავრცელებს.

დღეს, 15 სექტემბერს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 177 ლარით (8%-ით) 2 389 ლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე კვარტალის რეალური საშუალო ხელფასი 1911 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

BM.GE

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

BM.GE

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

BM.GE