მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერი
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერი

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერი

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 21:45|bm.ge

"ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და პირველად ისტორიაში 8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

„ასევე, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთიმედი
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა გრენლანდიისთვის €200-მილიონიანი საინვესტიციო პაკეტი წარადგინა

ევროკავშირმა გრენლანდიისთვის €200-მილიონიანი საინვესტიციო პაკეტი წარადგინა

BM.GE

Nike-ის აქციებს S&P 100 ინდექსიდან ამოიღებენ

Nike-ის აქციებს S&P 100 ინდექსიდან ამოიღებენ

BM.GE

თამარ იოსელიანმა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრთან შუა დერეფნის საკითხი განიხილა

თამარ იოსელიანმა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრთან შუა დერეფნის საკითხი განიხილა

BM.GE

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

BM.GE