
ელჭექი, სეტყვა, შტორმი... - 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
BM.GE|bm.ge
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge