მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Eli Lilly წარმოების გაფართოებისთვის დამატებით $4.5 მილიარდს დააბანდებს
Eli Lilly წარმოების გაფართოებისთვის დამატებით $4.5 მილიარდს დააბანდებს

Eli Lilly წარმოების გაფართოებისთვის დამატებით $4.5 მილიარდს დააბანდებს

BM.GE8 მაისი, 2026, 04:28|bm.ge

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Eli Lilly-მ ინდიანას შტატში, საწარმოო კომპლექსის განვითარებისთვის დამატებით, $4.5-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა, რის შედეგადაც კომპანიის მიერ 2020 წლიდან ამ რეგიონში გაწეული კაპიტალური ხარჯები $21 მილიარდს გადააჭარბებს.

პროექტის ფარგლებში, უკვე გაიხსნა კომპანიის პირველი სპეციალიზებული ქარხანა, რომელიც გენეტიკური მედიცინის პრეპარატების წარმოებაზეა ფოკუსირებული. ახალი ობიექტი დაავადებებს გენეტიკურ დონეზე ებრძვის და მოიცავს სრულ ციკლს კვლევებიდან მასშტაბურ კომერციულ მიწოდებამდე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ რიქსის განცხადებით, Eli Lilly არა მხოლოდ მომავლის მედიკამენტებს აღმოაჩენს, არამედ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ქარხნებს აშენებს მათ დასამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან Eli Lilly-ს ჯამურმა საინვესტიციო ვალდებულებამ აშშ-ის მასშტაბით $50 მილიარდს მიაღწია, რაც ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი პოლიტიკით გახდა შესაძლებელი.

ცნობისთვის, Eli Lilly-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 880 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანიაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE