მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკაში მემორანდუმების დათქმულ ვადაში ხელმოწერა ვერ ხდება - მაია მელიქიძე
ენერგეტიკაში მემორანდუმების დათქმულ ვადაში ხელმოწერა ვერ ხდება - მაია მელიქიძე

ენერგეტიკაში მემორანდუმების დათქმულ ვადაში ხელმოწერა ვერ ხდება - მაია მელიქიძე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 00:30|bm.ge

ენერგეტიკის კერძო სექტორი უკვე რამდენიმე თვეა ელოდება მემორანდუმების ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უკვე განხილული და მოწონებულია, პროცესი შეფერხებულია.

როგორც "საქმის კურსთან" ინტერვიუში GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ხელმოწერა ვერ მოხდა დათქმულ და შეპირებულ ვადებში, რაც სექტორში დიდ უკმაყოფილებასა და „ფრუსტრაციას“ იწვევს.

მელიქიძე განმარტავს, რომ მემორანდუმის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენერაციის ობიექტისთვის, რადგან ამ დოკუმენტის გარეშე კომპანიები ვერ გადადიან შემდეგ ეტაპზე — მშენებლობაზე. მელიქიძის განმარტებით, მემორანდუმების გაჭიანურება პირდაპირ აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე.

“მემორანდუმების ხელმოწერას უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტები პრინციპში უკვე განხილულია და საჭიროებს გადასვლას შემდეგ ეტაპზე. აი ამ პროცესში ვერ მოხდა მემორანდუმების დათქმულ ვადაში და შეპირებულ ვადაში ხელმოწერა, ამან უფრო მეტი ფრუსტრაცია გამოიწვია კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმი ჰქონდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტს იმისათვის, რომ შემდეგ გააგრძელოს მან მშენებლობის ეტაპზე გადასვლა”,- აცხადებს მელიქიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთის მეფე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის მეფე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდება

BM.GE

რატომ არის შიდა განვადებები სარისკო? - „თეთრი კვადრატი“ ე.წ. ეგზოტიკურ განვადებებზე

რატომ არის შიდა განვადებები სარისკო? - „თეთრი კვადრატი“ ე.წ. ეგზოტიკურ განვადებებზე

BM.GE

მაკრონმა ევროკავშირს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა შესთავაზა

მაკრონმა ევროკავშირს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა შესთავაზა

BM.GE

რეინვესტიციის შემცირება ნიშნავს, რომ კომპანიებს სახარბიელო პროგნოზები არ აქვთ - აკაკი ცომაია

რეინვესტიციის შემცირება ნიშნავს, რომ კომპანიებს სახარბიელო პროგნოზები არ აქვთ - აკაკი ცომაია

BM.GE