
ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა
ამერიკული ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელმა, ბილ აკმანმა განაცხადა, რომ 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარი პერიოდი“ იქნება.
გავლენიანმა ინვესტორმა CNBC-ის გადაცემა Squawk on the Street-ში საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზრის ზრდის პოტენციალს ამჟამად მხოლოდ მიმდინარე ომები და მაღალი ინფლაცია ზღუდავს.
აკმანის შეფასებით, უკრაინა-რუსეთისა და ირანის კონფლიქტების დასრულება ენერგორესურსებზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ნავთობის გაიაფება კი სამომხმარებლო ფასებზე წნეხს შეამსუბუქებს და აქციების ბაზრის გაჯანსაღებას განაპირობებს.
ამერიკელმა მილიარდერმა ირანის კონფლიქტს „უაღრესად კარგად შესრულებული ომი“ უწოდა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შემთხვევაში შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
ცნობისთვის, ბილ აკმანის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი Pershing Square-ი უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ მიიჩნევა. ის აქტივებს გლობალურ ბაზრებზე განკარგავს და მსხვილ კორპორაციებში გრძელვადიან ინვესტიციებს ახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge