
ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი 26 ნოემბერს ExpoGeorgia-ში გაიხსნება
26 ნოემბერს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიხსნება, რომელიც ორი დღის განმავლობაში, 26–27 ნოემბერს, უმასპინძლებს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესებსა და დაინტერესებულ ვიზიტორებს.
ორ დღიანი ფორუმის თემები და გამომსვლელები იხილეთ ლინკზე: https://energyexpo.ge/services/
ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიები ჩინეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, უზბეკეთიდან და სომხეთიდან. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ენერგოეფექტურობის, ენერგიის დაზოგვისა და ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის მიმართულებით.
გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ ენერგოდანახარჯების შემცირება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების გაცნობა.
ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, წინასწარ დაგეგმოს B2B შეხვედრები მონაწილე კომპანიებთან სპეციალური ბმულის საშუალებით: https://sites.google.com/view/energy-b2b-2026?fbclid=IwY2xjawVyOLRleHRuA2FlbQIxMABwZG9mBWJyaWQRMXk1ekoxY3poeWhWZE5VRkFzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEfI3RXIN-KJixLKoT-N-0WrMPEhgA8eSa_xKgVrp74NrbMvAPEfvZ2iEotTYk_aem_6PNJSBazugvqVWKs5kYoEw&pli=1&authuser=0
ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 26–27 ნოემბერი • სამუშაო საათები: 11:00–17:00 • ადგილი: ExpoGeorgia, მე-11 პავილიონი
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. ვიზიტორებს ვთხოვთ, წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია: https://energyexpo.ge/
GEEF2026-ის წარმდგენია RC Omza & Özer Energy Solutions. გენერალური სპონსორია Photomate Caucasus, სპონსორი — Astorios Georgia,Step Energy, jinko Solar, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები არიან Luxon Power და Biodiesel.
ღონისძების ორგანიზატორები: Expogeorgia, GREDA
BM.GE
წყარო: bm.ge