მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ უქმნის ჯენსენ ჰუანგის დაბრუნება Anthropic-ის ბიზნესმოდელს საფრთხეს?
რატომ უქმნის ჯენსენ ჰუანგის დაბრუნება Anthropic-ის ბიზნესმოდელს საფრთხეს?

რატომ უქმნის ჯენსენ ჰუანგის დაბრუნება Anthropic-ის ბიზნესმოდელს საფრთხეს?

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 20:00|bm.ge

Nvidia-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებამ ხელოვნური ინტელექტის სექტორში განსხვავებული სტრატეგიების დაპირისპირება გაამწვავა და Anthropic-ის მომავლის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგი ღია კოდის მქონე მოდელების განვითარებას უჭერს მხარს, რასაც კომპანიები საკუთარ ლოკალურ სერვერებზე უფასოდ იყენებენ. ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება Anthropic-ის ბიზნესმოდელს, რომელიც დახურული სისტემების შესაქმნელად მილიარდობით დოლარს ხარჯავს და მომხმარებლებს საკუთარ AI-ზე წვდომის სანაცვლოდ მაღალ გადასახადს უწესებს.

ჩაკეტილი სისტემების საწინააღმდეგოდ, ჰუანგის ხელმძღვანელობით Nvidia საკუთარ Nemotron მოდელებს ავითარებს და ისეთ სტარტაპებს აფინანსებს, როგორებიც Reflection AI, Thinking Machines და Poolside-ია. კერძოდ კომპანიების მიერ ამ ტიპის სისტემების დამოუკიდებლად გამოყენება Nvidia-ს ჩიპებზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა Anthropic-ის თუ OpenAI-ის ბიზნესზე ზეწოლას ზრდის.

ამასთან, ჰუანგსა და Anthropic-ის ხელმძღვანელს, დარიო ამოდეის შორის უთანხმოება ჩინეთისთვის ამერიკული ჩიპების მიყიდვის შეზღუდვასაც უკავშირდება, რადგან ამოდეი მკაცრ აკრძალვებს ლობირებს, ჰუანგი კი ამას ჩინელი კონკურენტების გაძლიერების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს.

უთანხმოების და დაპირისპირების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ Claude-ის თუ სხვა AI-მოდელების გასავითარებლად Anthropic-ს Nvidia-ს ჩიპების გამოყენება უწევს და ის ჯენსენ ჰუანგის კომპანიის მთავარი კლიენტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი 26 ნოემბერს ExpoGeorgia-ში გაიხსნება

ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი 26 ნოემბერს ExpoGeorgia-ში გაიხსნება

BM.GE

2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება - რა ევალება სალიკვიდაციო კომისიას

2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება - რა ევალება სალიკვიდაციო კომისიას

BM.GE

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

BM.GE